“15 ახალი დაინფიცირებული, რა თქმა უნდა ქვეყნის მასშტაბით დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ დავინახეთ, რომ ეს რეგიონი არის ძალიან საყურადღებო და შესაბამისად, ჩვენი აქტიური მუშაობა გრძელდება და ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ დღეების მანძილზეც, კვლავ ინტენსიურად გააგრძელებენ საველე სამუშაოებს. ბოლნისის რეგიონი დარჩება საყურადღებოდ და არის იმის მოლოდინი, რომ თუ შემდეგ დღეებშიც იქნა დაფიქსირებული 10 და 10-ზე მეტი პაციენტის რაოდენობა, ჩვენ ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ და დავტოვებთ იმ მდგომარეობას, რაც დღეს გვაქვს.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
ამის შესახებ ტიკარაძემ ბოლნისში ვირუსის ინფიცირების 15 ახალი შემთხვევის დაფიქსირებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, ბოლნისში კორონავირუსის 86 ნიმუში შეისწავლეს და 15 მათგანი დადებითი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ დადასტურებული შემთხვევიდან 7 არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო 8 – სოფელ გეტას კლასტერიდანაა.