ბოლო ინფორმაციით, ბოლნისში კორონავირუსის 86 ნიმუში შეისწავლეს და 15 მათგანი დადებითი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ დადასტურებული შემთხვევიდან 7 არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო 8 – სოფელ გეტას კლასტერიდანაა.
ამ დროისთვის, ბოლნისში 137 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 46 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი კვლავ რჩება საყურადღებო ზონად და სპეციალისტები იქ მუშაობას აგრძელებენ.