“ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, პანდემიის დროს გამოყოფილი დახმარების მიღება კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ. ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც რასაკვირველია, მიუღებელია.”
ირაკლი ბერაია – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ ბერაიამ ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებასტან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს 500 მილიონი ევროთი ეხმარებიან და ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან.