“სოციალური დისტანცია, დაინფიცირების შიში, ოჯახის წევრების დაკარგვა, რომელსაც თან ერთვის სამსახურის და შემოსავლის დაკარგვა, ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ცხადი ხდება, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.”
ედჰენომ გებრეიესუსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი
ორგანიზაციის დირექტორი ასევე აცხადებს, რომ ვირუსის გამო გამოწვეყლი კრიზისის თავიდან ასაცილებლად დიდი ინვესტიციის განხორციელებაა აუცილებელი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 4 მილიონ 442 ათას 446 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 298 ათას 322 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 1 მილიონ 668 ათას 551 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.