საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონების გახსნა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მცირე ბიზნესის დიდ სეგმენტს წარმოადგენს.
ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევაქ საფუძველს, რომ აღნიშნულმა ბიზნესმა საქმიანობა განაახლოს.
“სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეების, მიკრომეწარმეების, ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს, გარდა ამისა, საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ მკაცრი სტანდარტების დაცვით უკვე 18 რიცხვიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს მეც “, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრმა განმარტა, თუ რა პროცედურები იმოქმედებს სილამაზის სალონებში ამუშავების შემდეგ.
თურნავას თქმით, სილამაზის სალონები ელექტრონული რიგისა და სოციალური დისტანციის დაცვით იმუშავებენ.
“უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები. ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები“, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, სილამაზისა და ესტეთიკის სალონები 18 მაისიდან გაიხსნება.