“მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, ვირუსი შესაძლოა, კიდევ ერთ ენდემურ ვირუსად იქცეს ჩვენს საზოგადოებაში და ის შესაძლოა, არასდროს გაქრეს. იმუნოდეფიციტური ვირუსი არ გამქრალა, მაგრამ მისი კონტროლი ვისწავლეთ.”
ექიმი მაიკ რაიანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 4 მილიონ 442 ათას 446 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 298 ათას 322 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 1 მილიონ 668 ათას 551 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.