“შემიძლია, გავიმეორო, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ – ამ შეთანხმების შესრულებაა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ძლიერი იყოს. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების შესრულება საერთაშორისო პარტნიორებზე არაა დამოკიდებული, ეს არის საქართველოს პოლიტიკურ პარტიებზე დამოკიდებული.დღეს ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშეა, რაც პანდემიას უკავშირდება და მთავარი პრიორიტეტია პანდემიასთან დაკავშირებული წესების დაცვა, ადამიანების დაცვა ჯანდაცვასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან და მომავალი ეკონომიკური და სოციალური საფრთხეებისგან. სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს საპასუხო ქმედება პანდემიის საფრთხეზე იყოს ისეთივე წარმატებული, როგორიც აქამდე იყო, აუცილებელია, რომ საქართველოს პოლიტიკურმა სისტემად გააგრძელოს გამართულად მუშაობა. ასევე პოლიტიკური პროცესი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს.”
ლუიზა ვინტონი – საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი
ამის შესახებ ლუიზა ვინტონმა 8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ელოდებიან.
მმართველ პარტიაში კრიტიკული განცხადებები კეთდება. ისინი დასავლელ პარტნიორებს ტყუილში დანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას არ დაპირებიან.
ამ საკითხზე ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები განაახლეს. პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.