“დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ შედარებით დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება. დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ ჩვენ გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალბატონი, 81 წლის. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველანაირი, ასე თუ ისე წარმატებული ბრძოლა ინფექციისა და პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და როგორც ჩანს, ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება დიდხანს.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფექციით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში აღნიშნული ვირუსით სულ 12 ადამიანია დაღუპული.