მთავარი ციტატა

“COVID-19 -ის დიაგნოსტიკაში დღეს მსოფლიოში მხოლოდ რეკომენდირებულია PCR ტესტები”

გამყრელიძე

“COVID-19 -ის დიაგნოსტიკაში დღეს მსოფლიოში მხოლოდ რეკომენდირებულია PCR ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ყველა ტიპის ტესტი, მაგალითად, ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები, რომლების წარმოებაც რამდენიმე წამყვანმა კომპანიამ დაიწყო . ეს ყველაფერი კარგადაა გაწერილი ტესტირების ალგორითმში , რომელმაც უკვე ორჯერ განიცადა ცვლილებები . ძირითადად ტესტირება ქვეყანაში დამყარებულია PCR ტექნოლოგიებზე , ასევე გარკვეულ ჯგუფებში სწრაფი ტესტებით, მაგრამ ამ ტესტებით მიღებული შედეგი უნდა გადამოწმდეს PCR ტექნოლოგიებით. ამიტომ ის რასაც დღეს ვაკეთებთ დიაგნოსტიკისთვის და უკვე 33 000 PCR ტესტია ქვეყანაში ჩატარებული და 647 დადებითი შემთხვევაა, ყველა ეს შემთხვევა დადასტურებულია PCR და არა სწრაფი ტესტებით.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჰოლანდიური წარმოების 30 ათასი სწრაფი ტესტის შეძენაზე ხელშეკრულება გააუქმა. ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი კი სწრაფო ტესტების ხარვეზო გახდა.

 

იტვირთბა....