ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრომ ჰოლანდიური წარმოების 30 ათასი სწრაფი ტესტის შეძენაზე ხელშეკრულება გააუქმა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჰოლანდიური წარმოების 30 ათასი სწრაფი ტესტის შეძენაზე ხელშეკრულება გააუქმა. ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი კი სწრაფო ტესტების ხარვეზო გახდა.

აღნიშნულ ინფორმაციას “ინტერპრესნუსი” ავრცელებს.

როგორც კარდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ხარვეზი უწყებამ დროულად აღმოაჩინა და იქამდე გაწყვიტა დადებული ხელშეკრულება, ვიდრე სახელმწიფო ტესტებს ოფიციალურად შეიძენდა.

“ტესტები ნაყიდი არ არის. შეუსაბამო ხარვეზი დროულად აღმოჩნდა და ხელშეკრულება მანამდე გაწყდა, ვიდრე ვიყიდიდით,” – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, გაირკვა რომ ტესტები სინამდვილეში არა ჰოლანდიაში, არამედ ჩინეთშია შექმნილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებით 30 ათასი სწრაფი ტესტი უნდა შეეძინა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამინისტროსთვის ჰოლანდიური მწარმოებელის 930 000 ლარის ღირებულების ტესტები უნდა მიეწოდებინა.

იტვირთბა....