ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძის თქმით, სრული მზადყოფნა არსებობს, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებისთვის სრული მზადყოფნა არსებობს, მაგრამ ამისთვის დარგის სპეციალისტების მითითებებს ელოდებიან.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკრეტული ვადა უცნობია, როდის დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში მუშაობას, თუმცა ამისთვის დედაქალაქი უკვე მზადაა.

„ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ველოდებით დარგის სპეციალისტები როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული მზადყოფნა და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვა შეზღუდვებთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც აიკრძალა. როდის განახლდება მოძრაობა, ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ცნობილია, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭადრაკისებური პრინციპით განლაგდებიან, ამის გასაკონტროლებლად კი სპეციალური თანამშრომელი იქნება დაქირავებული.

 

იტვირთბა....