ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გერმანიაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა – ქვეყანამ შესაძლოა შეზღუდვები განაახლოს

გერმანიაში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა თითქმის გასამმაგდა.

ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების გასამაგებული რაოდენობა დაფიქსირდა და ქვეყანაში ამის გამო არის საშიშროება, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყოს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეზღუდვების მოხსნიდან ერთ დღეში ვირუსით ინფიცირების 900-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ორშაბათს ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 357 იყო, ეს რიცხვი სამშაბათს 933-მდე გაიზარდა.

წინა კვირის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი დაავადებას საშუალოდ ერთზე მეტ ადამინზე ავრცელებდა. კონკრეტულად, ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი – “R” კვირის დასაწყისში 1.07 იყო, ხოლო კვირის ბოლოს 1.13-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კი გულისხმობს, რომ 100 ინფიცირებული ადამიანი აავადებს უკვე 113 ადამიანს.

დღეს, დაავადების გადადების მაჩვენებელი 0.94-ია, თუმცა სპეციალისტების აზრით, ინფიცირების მაღალი შემთხვევების რაოდენობა მაინც საგანგაშოა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას ესაჭიროება, რომ შეზღუდვები ახლიდან აამოქმედოს.

მერკელის თქმით, შეზღუდვები განახლდება, თუ 100 ათასი ადამიანიდან 50 ადამიანი იქნება დაინფიცირებული.

 

იტვირთბა....