“მე რასაც ვუყურებ არცერთი ესენი სიმართლეს არ ლაპარაკობენ და ყველას სხვადასხვა აღქმა აქვს დოკუმენტისაც და პროცესისაც. ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამდა ამ დოკუმენტს და ორივემ მოაწერა ხელი.ამიტომ, მე გამოვედი თუ არა, მაშინვე განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა რაღაც გარიგებას. ოცნება და ბოკერია-სააკაშვილის პარტიები ჩემს გარეშეც ხვდებოდნენ ერთმანეთსაც და ელჩებსაც. ამიტომ, მე არ ვიცოდი, რომ 8 მარტს დამხვდებოდა ორი დოკუმენტი.”
ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი
ამის შესახებ ირმა ინაშვილმა “ღამის კურიერის” ეტერში განაცხადა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, რომელიც პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც გულისხმობს, მმართველი გუნდიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.
8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშიც, რომელმაც განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების პორობების შესრულებას ელოდება.
ამ საკითხზე დღეიდან “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებლი საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავენ.