მთავარი ციტატა

“პირველი იყო მთავარი დოკუმენტი, რომელსაც ვეთანხმებოდი და უცებ მაგიდაზე გაჩნდა მეორე დოკუმენტი”

“მე რასაც ვუყურებ არცერთი ესენი სიმართლეს არ ლაპარაკობენ და ყველას სხვადასხვა აღქმა აქვს დოკუმენტისაც და პროცესისაც. 8 მარტს, როდესაც ჩვენ მივედით კულმინაციამდე, მე ვნახე, რომ პირველი იყო მთავარი დოკუმენტი, რომელსაც მე ვეთანხმებოდი და ხელსაც მოვაწერდი და უცებ მაგიდაზე გაჩნდა მეორე დოკუმენტი, ეს ორი სულ სხვადასხვა დოკუმენტი იყო. იქ საუბარი იყო ჩემთვის გაუგებარ ტენდენციებზე, მართლმსაჯულებაც კი იყო ნახსენები, მაგრამ გაუგებრად…მე რედაქტორი ვიყავი წლების მანძილზე და ძალიან კარგად ვკითხულობ დოკუმენტებს. ბოკერია, როდესაც ამ დოკუმენტზე იყო საუბარი, პირდაპირ ამბობდა, რომ ის ამაში გულისხმობს უგულავას და სხვათა გათავისუფლებას. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რაღაც სამართლებრივ ასპექტებს გულისხმობდნენ ამაში.წარმოიდგინეთ, საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობთ და ამ დროს რა შუაშია უგულავა და რურუა?”

ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი

ამის შესახებ ირმა ინაშვილმა “ღამის კურიერის” ეტერში განაცხადა. 

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, რომელიც პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც გულისხმობს,  მმართველი გუნდიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა. 

8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა  აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე  ჯიმ რიშიც, რომელმაც განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების პორობების შესრულებას ელოდება. 

ამ საკითხზე დღეიდან “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებლი საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავენ. 

 

იტვირთბა....