aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ოცნების ინტერპრეტაციას დავიჯერებთ, გამოდის, რომ შეთანხმების მეორე ნაწილს აზრი არ ჰქონდა” – ჩუგოშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მეორე ნაწილთან დაკავშირებით, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებული შეთანხმების ტექსტი ბუნდოვანი იყო იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ანგარიშის გაწევა მომხდარიყო და გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელად სივრცე ჰქონოდა.

„ფაქტია, რომ შეთანხმებას ჰქონდა ორი ნაწილი. ერთი ნაწილი არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის ბედიც ახლა გაურკვეველია და ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ამოცანა უკვე არის ის, რომ ეს მაინც შესრულდეს. რაც შეეხება შეთანხმების მეორე ნაწილს, თუ იმ ინტერპრეტაციას დავიჯერებთ, რასაც ვისმენთ უმრავლესობის მხრიდან, მაშინ აზრი არ ჰქონდა, რისთვის დავდეთ? ეს ბუნდოვანი ტექსტი რა საჭირო იყო და ხელი რატომ მოვაწერეთ? ვის რაში სჭირდებოდა? ტექსტი იყო ბუნდოვანი იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის მაქსიმალური ანგარიშის გაწევა მომხდარიყო, მათი კუთხეში მიყენება არ მომხდარიყო და მათთვის სივრცე მიეცათ, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაედგა იმ საქმეებზე, რომელმაც უკვე გააჩინა კითხვის ნიშნები 8 მარტის მომენტისთვის, და თავიდან აგვეცილებინა სხვა დაპატიმრებები და საქმეები, რომელიც კიდევ უფრო დამატებით დამძიმებას გამოიწვევდა პოლიტიკური სიტუაციის და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულების ჩვენს მიმართ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

იტვირთბა....