“რა თქმა უნდა, დღეს საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და პირველ რიგში, ასეთი არის გიგი უგულავა. იმის მიუხედავად, მე, თინა ხიდაშელი, იმ დროის საკრებულოს წევრი, როდესაც ის ქალაქის მერი იყო, რა აზრის ვიყავი და ვრჩები მისი, როგორიც მერის საქმიანობაზე და მგონია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმიანობით იყო ის დაკავებული კორუფციასთან მიმართებაში, ის გასამართლდა ამისთვის ავად, თუ კარგად. მაგრამ იმიტომ, რომ ვიღაცეები რაღაცას თვლიან, ახალი განაჩენები არ დგება საარჩევნო წელს მაინც და მაინც და ბევრი წლის განმავლობაში თაროზე შემოდებული საქმით. ყველა ნიშნით, ყველა მახასიათებლით დღეს გიგი უგულავა არის პოლიტპატიმარი.”
თინა ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი
აღნიშნული განცხადება ხიდაშელმა, “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.