ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იტალიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის მკურნალობის შემდეგ, ვირუსი  ცხვირის ნაცხში აღარ ფიქსირდებოდა, თუმცა ცრემლში რჩებოდა..” – ჩიჩუა

შესაძლებელია, რომ ვირუსის ნაწილაკები მოხვდნენ ორგანიზმში არა მხოლოდ პირის ან ცხვირის, არამედ თვალის ლორწოვანი გარსიდანაც – აცხადებს, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი, გიორგი ჩიჩუა “იმედის” პირდაპირ ეთერში.

როგორც ჩიჩუა აცხადებს, თვალის ზედაპირი პრაქტიკულად დაუცველია და ვირუსი საკმაოდ სწრაფად აზიანებს ლორწოვანი გარსის ნაზ სტრუქტურებს, ამის შემდეგ კი სწრაფად ვითარდება კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი – სიწითლე, წვა, მცირედ გამოხატული შეშუპება და გამონადენი.

„ინფექციის ძირითადი გზა ჰაერწვეთოვანი და კონტაქტურია. შესაძლებელია, რომ ვირუსის ნაწილაკები მოხვდნენ ორგანიზმში არა მხოლოდ პირის ან ცხვირის, არამედ თვალის ლორწოვანი გარსიდანაც. თვალის ზედაპირი პრაქტიკულად დაუცველია და ვირუსი საკმაოდ სწრაფად აზიანებს ლორწოვანი გარსის ნაზ სტრუქტურებს. ამის შემდეგ სწრაფად ვითარდება კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი – სიწითლე, წვა, მცირედ გამოხატული შეშუპება და გამონადენი. იტალიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის მკურნალობის შემდეგ პაციენტებთან ცხვირის ნაცხში ვირუსის არსებობა აღარ ფიქსირდებოდა, თუმცა ცრემლში ის გარკვეული პერიოდის შემდეგაც რჩებოდა. ჩინეთში დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, სადაც პირველ ეტაპზე იყო გამოხატული კონიუნქტივიტი და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ჩამოყალიბდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი. ამიტომ როდესაც პაციენტი კლინიკაში მოხვდება, ოფტალმოლოგი შეიძლება აღმოჩნდეს ის პირველი სპეციალისტი, რომელიც ამ სიმპტომატიკით დაადგენს და დაადასტურებს ვირუსის არსებობას. ამასთან ერთად, თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, სასურველია, რომ ოფტალმოლოგთან გეგმური ვიზიტი გადავადდეს, რათა ექიმსა და პაციენტს შორის კონტაქტი მაქსიმალურად შემცირდეს“, – განაცხადა ჩიჩუამ.

იტვირთბა....