ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს”- გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

ამის შესახებ გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

” ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ უკვე ამ პრობლემის გადასაწყვეტად, არა მხოლოდ კრიზისში, დღეს, წელს, არამედ მომავალი წლებისთვის.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია, გითხრათ გარანტირებულად, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან,თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით.

იტვირთბა....