ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზელენსკის შეთავაზება, რაც გაუკეთა ჩემს პრეზიდენტს, მე ეს ვიცოდი”- ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის შემდეგ სხვა ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნაც იგეგმება თუ არა.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მან წინასწარ იცოდა უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზება მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

„მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა, უფრო სწორად ზელენსკის მიერ გაკეთებული შეთავაზება საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, რაც გაუკეთა ჩემს პრეზიდენტს, მე ეს ვიცოდი ზაგრების სამიტის შემდეგ.

ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე ვილაპარაკეთ მე და მიშამ ამაზე და იმ დროიდან ვიცი, რომ ეს წინადადება მაგაზეა და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანხმობას ელოდებოდა. სხვა დანიშვნებს ნუ მკითხავთ, უბრალოდ საქმის კურსში არ ვარ, ი, პატიოსნად გეუბნებით,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

უკრაინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახა. თეიმურაზ შარაშენიძე  უკრაინიდან უკვე დაბრუნდა, მაგრამ ის საკარანტინო პერიოდს გადის.

 

იტვირთბა....