“სამწუხაროდ, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია. მას მოუწია ხაზის გასმა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები 21-ე საუკუნეში საქართველოში არსებობენ, ხაზის გასმა იმისთვის, რომ ყველა მონაწილემ, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო, უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები, ხაზის გასმა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას აქცევენ, როგორ შესრულდება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება. აი, რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ნეგატიურ შედეგს, რომელსაც ხელისუფლების უადგილო, უშინაარსო და ყოვლად უტაქტო განცხადება მოიტანს, ამაზე სრულ პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლება.”
გრიგოლ ვაშაძე – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე
ვაშაძე აღნიშნულით მთავრობის წევრების განცხადებებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, მმართველი გუნდიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.
8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშიც, რომელმაც განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების პორობების შესრულებას ელოდება.