მთავარი ციტატა

“არც მითქვამს, რომ ჩემს შვილს ვტოვებედი, ჩემი შვილი მომიყვანონ. მთელი საავადმყოფო ციხეში უნდა წახვიდეთ”

“დღენაკლული დაიბადა ამ საავადმყოფოში და მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი იკვებება ზონდით. რამდენჯერაც ექიმს, თამრიკო ხაჩიძეს ვურეკავდი, მეუბნებოდა, რომ ბავშვი ზონდით იკვებება. დრო რომ მოვიდა გაყვანის, მაშინაც მითხრა, რომ ზონდით იკვებება. 8-ში მირეკავს წიკლაური თამუნა, სოცაგენტი და მეუბნება, ბავშვი მას მიჰყავდა. არაფრის უფლება არ გაქვსო. არანაირი ხელმოწერა მე მისთვის არ მიმიცია, არც მითქვამს, რომ ჩემს შვილს ვტოვებედი. ჩემს შვილს ვითხოვ, ჩემი შვილი მომიყვანონ. მთელი საავადმყოფო ციხეში უნდა წახვიდეთ, თქვენ ნახეთ რა დღეში ჩაგაგდებთ.”

ამის შესახებ მარიამ გეთიაშვილმა “რუსთავი2”-თან განაცხადა, რომელსაც მშობიარობის შემდეგ ჩვილს არ უბრუნებენ.

შეგახსენებთ, მარიამ გეთიაშვილმა რეფერალურ საავადმყოფოში იმშობიარა, თუმცა შვილი სახლში არ გაატანეს და ახალშობილი სოციალურმა სამსახურმა შესაბამის დაწესებულებაში ოჯახის ნებართვის გარეშე გადაიყვანა. 

დედა ამბობს, რომ ბავშვი ნაადრევად გაჩნდა, ამიტომ რამდენიმე თვე სამშობიაროში უნდა დარჩენილიყო. ბავშვის ოჯახი ასევე ვარაუდობს, რომ მიზეზი, რის გამოც შესაძლოა სოციალურმა სამსახურმა ახალშობილი უნებართვოდ წაიყავანა, მათი სოციალური მდგომარეობა იყოს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ ხელი არაფერზე მოუწერიათ და შვილის დაბრუნებას ითხოვენ. 

იტვირთბა....