“კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია საკარანტინო ზომების ნელი და სტაბილური მოხსნა.”
ტედროს ადანომ გებრეიესუსი – “ჯანმოს” დირექტორი
როგორც გებრეიესუსი აღნიშნავს, შეზღუდვების მოხსნა კომპლექსური და რთული საკითხია, მაგრამ მზარდი შემთხვევების საპასუხოდ, სამხრეთ კორეას, გერმანიასა და ჩინეთს შესაბამისი სისტემები აქვთ. მისი თქმით, შეზღუდვების მოსახსნელად ქვეყნები უნდა დარწმუნდნენ, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება და ისინი მზარდ შემთხვევებთან გამკლავებას შეძლებენ.