ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვაფრთხილებ ხელისუფლებას, დავიწყებ ყველაფრის ლაპარაკს, რაც ვიცი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზე..” – ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას გაჩუმებისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ბურჯანაძე აცხადებს იტყვის ყველაფერს რაც იცის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ “ოცნებას“ აღარ გამოუვა მიხეილ სააკაშვილის საფრთხობელად გამოყენება.

„ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომელშიც წარმოდგენილნი არიან ადამიანები, რომლებიც მე და ჩემი თანაგუნდელები სააკაშვილის ხელისუფლებას რომ ვებრძოდით, როცა ჩემი ოჯახი აწიოკებული იყო ამ ბრძოლის გამო – ისინი ზოგი სააკაშვილის და მისი ჩინოსნების თანაშემწეები იყვნენ, ზოგი ადვოკატები, ზოგი გარიგებული ბიზნესმენები.

ნინო ბურჯანაძე, „ერთიანი საქართველო” და ის ადამიანები, ვინც 26 მაისის მონაწილეები არიან და 10-12 წელია, არიან ხელისუფლებასთან ბრძოლაში, ხოლო ამ ხელისუფლებამ ვერ მოიცალა 26 მაისის მონაწილეებისთვის და სამსახურშიც კი არ მიიღო იმ პირობის გარეშე, რომ ბურჯანაძის პარტია დაეტოვებინათ – გაჩუმდით, თორემ დავიწყებ ყველაფრის ლაპარაკს, რაც ვიცი თითოეულ თქვენგანზე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზე. ვინ ვისთან მუშაობდა, ვის რა თანამდებობა ეკავა სააკაშვილთან 2008 წლის შემდეგ და ვინ ვისი კლასტერი აღმოჩნდება, კარგად დავინახავთ.

აღარ გამოუვა მთავრობას ის, რისთვისაც გადაარჩინა სააკაშვილი, რომ ის ჰყოლოდა საფრთხობელად და ხალხი დაეყენებინა არჩევანის წინაშე – ან ბიძინა, ან სააკაშვილი. ასე არის ახლაც – ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დააყენოს არჩევანის წინაშე – აქეთაა ოცნება და იქეთ ცდილობს, მთელი ოპოზიცია მოაქციოს ნაციონალების ქოლგის ქვეშ”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩომ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....