ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილმა არ იცის, რომ დამარცხება უნდა აღიაროს, თუ ამ დედამიწაზე უნდა ცხოვრება..” – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რითაც 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 11 მაისს გახმიანებულ განცხადებას აკრიტიკებს.

“ბევრის დაწერა შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წინადადებით, იმაზე, თუ სავარაუდოდ რისი მოლოდინი აქვს:
1. დარწმუნებულია, ელჩები არ იტყვიან სახელებით და გვერებით იმაზე მეტს, რაც უკვე თქვეს. აქვე ვურთავ აშშ-ის საელჩოს 14 აპრილის განცხადებას ოქრუაშვილის საქმეზე. აქ რაც წერია, ამაზე მეტი თუ გვითხრეს, მაშინ ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, უნდა მიაყოლონ.
2. და თუ იმაზე მეტი თქვეს, რაც უკვე ნათქვამია და შესაბამისად, ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, მაშინ რა დარჩება ამ ქვეყნისგან. მსგავსი დარდი, როგორც ჩანს, არ აქვს არჩილ თალაკვაძეს.
3. და კიდევ ერთი, იმის მიუხედავად, რას იტყვიან, ეს ხომ მათ ცოდნას და მეხსიერებას არ გააქრობს იმაზე, თუ სინამდვილეში რაზე იყო შეთანხმება. და ახლა თუ ვერ იტყვიან, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პირობა გაქრება და უკვალოდ ჩაივლის.
4. მუდამ ასეთი ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება. ხვალ ამ მოტივით საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ იტყვის უარს, მერე ხომ დაემხობათ თავს მთელი ცივილიზებული სამყარო, სინამდვილეში კი მორიგ ჯერზე იწირება ქვეყნის რეპუტაცია. და შემდეგ სერიაში რა ხდება?
5. ყველაზე საშიში ამ ყველაფერში კი ის არის, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ბოლო სერიაში იცოდა, რომ თუკი ყველაფრის მიუხედავად დამარცხდებოდა, თუ ამ დედამიწაზე უნდოდა ცხოვრება, უნდა ეღიარებინა შედეგები, ეს ივანიშვილმა ნამდვილად არ იცის, ვინაიდან დღეს დარწმუნებულია, რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავს, ამით ყველაფერი მთავრდება მისთვის.

— მთავარი განსხვავებაც აქ არის
– სააკაშვილმა იცოდა, რომ არჩევნებში დამარცხების არაღიარებით მთავრდებოდა ყველაფერი, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო.
– ივანიშვილს კი ჰგონია, რომ არჩევნებში დამარცხებით მისთვის მთავარდება ყველაფერი ის, რაც დღეს მნიშვნელოვანია.
ამიტომაც არის განსაკუთრებით სახიფათო ქვეყნისთვის.” – წერს ხიდაშელი.

იტვირთბა....