“დღეს, სამწუხაროდ, როდესაც ვამბობ, რომ სასამართლო არის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, იმას ნიშნავს და ჩემი ყველაზე დიდი პროტესტი მიმართულია იქით, რომ პოლიტიზირებულია სასამართლო პროცესი, შესაბამისად არსებობს პოლიტიკური საქმეებიც და ადამიანებიც, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან პასუხისგებაში მიცემული.”
ეკა ბესელია – პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე
აღნიშნული განცხადება ბესელიამ, “მთავარ არხზე” საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ყველა ადამიანი, ვინც დღეს პასუხისგებაშია მიცემული, განსაკუთრებით საყურადღებოა, მაგრამ პარტია “სამართლიანობისთვის” გრძელვადიანი ქმედების თვალსაზრისით მოქმედებას გეგმავს და არ აპირებს მმართველ პარტიას იმ სახიფათო თამაშში შეყვეს, რაც ამ უკანასკნელმა დღევანდელი განცხადებით წამოიწყო.