მთავარი ციტატა

“თუ ოცნებას არც ჩვენი, არც ამერიკის საელჩოსი, არც ევროპარლამენტარების არ სჯერა, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ, რომელმაც არ მოაწერა ხელი, რადგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იყო შეთანხმებაო”

“მინდა, ნახევრად ხუმრობით მოვუწოდო „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს და ივანიშვილის გარემოცვას, თუ არც ჩვენი, არც ოპოზიციის, არც ამერიკის საელჩოს განცხადების, რომელიც ოქრუაშვილის სამარცხვინო ვერდიქტის მერე გააკეთეს, არც ევროკავშირის ელჩის, არც ევროპარლამენტარების საკვანძო ლიდერების, არც ამერიკელი სენატორების, არც საქართველოს მეგობრების ჯგუფის, თუ არავისი სჯერათ, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ. ადამიანი გამოვიდა და თქვა, არ მოვაწერე ხელი, რადგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ მექანიზმებზე იყო საუბარიო. ერთხელ თქვა ამ ადამიანმა სიმართლე და მაშინაც არ უჯერებენ, ასე არ შეიძლება. ერთ სულ და ერთ ხორც არიან ინაშვილთან სხვა საკითხებში და ამაშიც უნდა დაუჯერონ.”

გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ ლიდერი

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებთან 8 მარტის შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.

ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა და განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

 

იტვირთბა....