მთავარი ციტატა

“ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ ცალკეული ტურისტული ზონები და გამოვაცხადოთ „კოვიდისგან“ სუფთა ზონებად”

“ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პროცესებიდან, რომელიც ახლა ეკონომიკაში ხდება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აქ ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა. რადგან ეს მაგნიტურობის ძალა ქართული ტურიზმის, რა თქმა უნდა, მთაც არის, ღვინოც არის, კიდევ ბევრი რაღაც არის, მაგრამ აჭარას მაინც თავისი მიმზიდველობა აქვს, ახლა ჩენ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ ცალკეული ტურისტული ზონები, გამოვაცხადოთ „კოვიდისგან“ სუფთა ზონებად. ეს შესაძლებელია, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც პატარა მობილურ ზონებზე,  ეს შეიძლება იყოს საირმე, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, შეიძლება იყოს გუდაური. შეიძლება ბათუმზე ვიფიქროთ როგორც ცალკე აღებულზე და აქ გარკვეული წესები დავაწესოთ, რათა „კოვიდისგან“ სუფთა ზონად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ გახარიამ გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმის სფერო ძალზედ მნიშვნელოვანია, ამიტომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო. მანე აღნიშნა, რომ პამდემია საქართველოსთვის უნდა იყოს შესაძლებლობა ეკონომიკის კუთხით. 

იტვირთბა....