“ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური განახლების, გახსნის ან ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება ტურიზმით, სოფლის მეურნეობა, შემდგომ ამას მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, რა თქმა უნდა ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, მედიცინა და ასე მივყვებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი რანჟირება განსაზღვრულია იმ სექტორებით, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანმიმდევრობა დაყრდნობილია ორი კომპონენტის საშუალო შეწონილზე – ვინ დაზარალდა ყველაზე უფრო და ვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში.”
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გახარიამ გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმის სფერო ძალზედ მნიშვნელოვანია, ამიტომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.