ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ გვაქვს ყველა მოცემულობა, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა”- გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოსთვის არსებული კრიზისი უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ახლა კონკურენტულ უპირატესობად იქცეს.

ამის შესახებ გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მიის ტქმით,  დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში.

“მთავრობის მიდგომა არის ძალიან მარტივი. კრიზისი ჩვენთვის უნდა იყოს შესაძლებლობა. კრიზისი იმდენად ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს გადაცემათა ჯაჭვებში, მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურირებაში, ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება, ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ახლა ისეთ კონკურენტულ უპირატესობად გვაქციოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებში ან ოცნებებში ვმოგზაურობთ, არა, დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმის სფერო ძალზედ მნიშვნელოვანია, ამიტომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.

 

იტვირთბა....