მთავარი ციტატა

“ზღაპრები, თურმე სასამართლო ხელისუფლებაში “ოცნება“ არ ერევა, მოუყვნენ შვილებსა და მხარდამჭერებს”

“ხელისუფლება სხვადასხვა გზას ეძებს, რომ შეთანხმება დაარღვიოს. თუ დაარღვევენ შეთანხმებას მთლიანად ან ნაწილობრივ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას და საბოლოო ჯამში ქვეყანას. ამით მინიშნება გაკეთდა პრეზიდენტისადმი, რომ უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ბერკეტები, მათ შორის შეწყალების მექანიზმიც, ეს ეხებოდა კონკრეტულად უფრო უგულავას, სხვა გვარებზე კი პროკურატურას ჰქონდა მექანიზმები და აქვს დღესაც, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ახლა ზღაპრები, თურმე სასამართლო ხელისუფლებაში და მართლმსაჯულებაში „ქართული ოცნება“ არ ერევა მოუყვნენ შვილებს და მათ მხარდამჭერებს.”

ნინო ბურჯანაძე – „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან ჰაბაცხადა. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.

ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

 

 

 

იტვირთბა....