ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის მამაკაცია, რომელიც კლინიკა “მედალფაში“ მკურნალობდა

საქართველოში კორონავირუსის ინფექციისგან გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის მამაკაცია და ის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა.

პაციემტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კლინიკა „მედალფაში“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულის გარდაცვალების ეს მეორე შემთხვევაა, კლინიკაში პირველი გარდაცვლილი პაციენტი აღნიშნული 81 წლის მამაკაცის მეუღლეა.

„მედალფას“ დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

ამ დროისთვის „მედალფაში“ 13 ინფიცირებული რჩება, მათგან ხუთის გამოჯანმრთელებას ახლო მომავალში ელოდებიან.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხოლო ვირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

 

იტვირთბა....