“რაც შეეხება ოქრუაშვილს, ვიდეო მტკიცებულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალადობდა პოლიციელების წინააღმდეგ და ის იჭრებოდა პარლამენტის შენობაში. ერთია რას ვამბობთ ჩვენ, მეორეა რას ამბობს ოპოზიცია, მესამეა რას ამბობს ვიდეოკადრები, ვიდეოკადრები ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი იყო უშუალოდ თანამონაწილე და არა მარტო თანამონაწილე, არამედ ეს იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი უმძიმესი დანაშაულის. ეს რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება განაჩენის დროს, დროზეც იყო სუბარი, დროს რაც შეეხება იწურებოდა ცხრათვიანი ვადა და ცხრათვიანი ვადის გადაცილება მოსამართლისთვის შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საგანიც, კი. აქედან გამომდინარე, ვერც დროსთან დაკავშირებით და ვერც სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს, ოქრუაშვილი იყო თანამონაწილე.”
ირაკლი ხობახიძე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნულით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია.
ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.