“დინამიკა მკეთრად დადებითია, იმედია ჩვენი კლინიკა მალე ჩვეულ რეჟიმში გადავა. რადგანაც გადავედით შედარებით შემსუბუქებულ მდგომარეობაში, მედია ძალიან მიყვარს, მაგრამ კვირაში ორი დღე გვექნება მედიასთან შეხვედრა, ეს იქნება ორშაბათსა და პარასკევს.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხოლო ვირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.