ენტონი ფაუჩი 2-კვირიან იზოლაციაში გადადის – “მთავარი არხის” ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ინფორმაციას თვითონვე ადასტურებს.
არსებული ცნობით, ამის მიზეზი თეთრი სახლის ერთ-ერთ ინფიცირებულ თანამშრომელთან სამუშაო შეხვედრა გახდა.
ამ ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, 2 კვირას იზოლაციაში გაატარებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, რობერტ რედფილდი და საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის კომისარი, სტივენ ჰანიც.