“ივანიშვილს პირობის შესრულება ამ საკითხზეც მოუწევს. მე ასე ვვარაუდობ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევარდნაძეს რაც მოუვიდა, ისიც კი ექნება სანატრელი.“
დავით ბერძენიშვილი – “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნული განცხადება ბერძენიშვილმა, “ახალ თაობასთან” ინტევიუში გააკეთა, რითაც პოლიტპატიმრების თემას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.