ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარტნიორების მოტყუება ცუდად მთავრდება მატყუარებისთვის” – ხატია დეკანოიძე

“შეთანხმება არის საერთაშორისო პარტნიორების პასუხისმგებლობას და ის, რომ პატიმრების გამოშვებაზე საუბარიც არაა, გულისხმობს იმას, რომ ოცნების და ივანიშვილის იმიჯი კიდევ უფრო დაზიანდება. პარტნიორების ასეთი მოტყუება მთავრდება ცუდად იმ მხარისთვის, ვინც ატყუებს და მთავრდება ისეთი ქმედებებით, როგორიც იყო მოლდოვაში პლოხოტნიუკის წინააღმდეგ.”

ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

როგორც დეკანოიძე აცხადებს, საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების მოტყუება მმართველ ძალას მეორედ არ გამოუვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

იტვირთბა....