“არის ასეთი გამოთქმა, არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან არა ხარ. ასე არ არსებობს შეთანხმების სანახევროდ შესრულება, ხელისუფლება ან ასრულებს შეთანხმებას მთლიანად, ან არ ასრულებს და ის პასუხს აგებს ამისათვის საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ეს არის დანაშაული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იქმნება სერიოზული არასტაბილურობის საფუძველი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები საქართველოს ზურგს აქცევენ.”
რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება რომ შედგეს, ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შეასრულოს, როგორც პოლიტპატიმრების ნაწილი, ისე საარჩევნო სისტემის ცვლილების.