ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართელოში 17 მაისიდან ტემპერატურამ შესაძლებელია მაქსიმალურად მოიმატოს

საქართველოში 11 მაისიდან გამოიდარებს – ინფორმაციას სინოპტიკოსები ავრცელებენ.

დოდო გვაზავას ცნობით, 15 მაისიდან ქვეყანაში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.

„ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დაბლობსა და ბარში დაახლოებით 19-დან 22 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 17-19 გრადუსი და მაღალ მთაში 10-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. შემდეგ დღეებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ასეთი ცივი ჰაერის შემოჭრა მოსალოდნელი არ არის.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მომატებას ველოდებით 15 მაისიდან. შესაძლებელია, 17,18 და 19 მაისს 30-31 გრადუსი სითბოც გვქონდეს.

მაისის თვე საქართველოსთვის ყოველთვის არის წვიმიანი და სეტყვის გაძლიერებით, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში“,- აღნიშნა დოდო გვაზავამ.

იტვირთბა....