ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსს ერთ წელიწადში შესაძლოა, 190 000-მდე ადამიანი ემსხვერპლოს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსს ერთ წელიწადში შესაძლოა 190 000-მდე ადამიანი ემსხვერპლოს. ინფორმაციას ამის შესახებ,  BBC “ჯანმოზე” დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ აფრიკის კონტინენტი კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე დაუცველია, რისი მთავარი მიზეზიც სიღარიბე და ჰიგიენის ნორმების დაუცველობაა.

კვლევის მიხედვით ერთი წლის განმავლობაში აფრიკის კონტინენტზე შესაძლოა, 29-დან 44 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს, რასაც სავარაუდოდ, 190 000-მდე ადამიანი ემსხვერპლება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციის განცხადებით, კორონავირუსი განსაკუთრებით დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს დააზარალებს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ორგანიზაცია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდებს, დაეხმაროს აფრიკის ქვეყნებს და საჭირო მედიკამენტებითა თუ ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოს.

იტვირთბა....