იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ შემდგომში ეს ჯარიმები მოსახლეობის გასაკონტროლებლად გამოიყენოს და მათზე ამნისტია გამოაცხადოს.
“სინამდვილეში ჯარიმის გაცვლა რაში მდგომარეობს – ახლა რატომ არ ხდება ჩვენი გათავისუფლება მაგალითად, სრულად დაუსაბუთებელ კომენდანტის საათისგან?! ყველაფერი იხსნება, მოძრაობა გახსნილია და მაინც 21:00 საათზე სახლში უნდა მივიდეთ. რატომ?! – რაც მეტი ადამიანი დაჯარიმდება, რაც მეტი ადამიანი აღმოჩნდება 22 მაისამდე მოწყვლად მდგომარეობაში, რომ მას არ აქვს 3 ათასი ლარი, მით მეტ ადამიანს დაიჭერს ხელისუფლება და დააშანტაჟებს პოლიტიკური თვალსაზრისით. ის არიგებს 1200 ლარს და 7 ათას ოჯახს იმეტებს სიღარიბისთვის, რადგან თუ ის ადამიანი არ გადაიხდის იმ 3 ათას ლარს, მას დაუყადაღებენ იმ ანგარიშს, რომელზეც ელოდება იმ თანხის დარიცხვას ან ხელფასის დარიცხვას. ან მიყავს მოსახლეობის ნაწილი სიღატაკისკენ ან გამოიყენებს ამას როგორც სავაჭრო ბერკეტს და ამნისტიას გამოუცხადებს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.