გერმანია მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში. 75 წლის შემდეგ, ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭე ლურჯად განათდა, ხოლო მადლობა 4 ენაზე – რუსულად, ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად ეწერა.
1945 წლის 8 მაისს გერმანიამ უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ფაშისტური გერმანია მოკავშირეებთან დამარცხდა.