“საქართველომ გაიღო ყველაზე დიდი მსხვერპლი. 400 000 ვაჟკაცი ჩაწვა ევროპის სტეპებში. უმაღლესი მთავარსარდალიც ქართველი იყო. ვფიქრობ, მოვიდა დრო, გერმანიამ აანაზღაუროს ეს უზარმაზარი ზარალი, გასცეს კომპენსაცია და დახმარება დაღუპულთა ოჯახის წევრებზე, ომის დარჩენილ ცოცხალ ვეტერანებზე და ასევე, საქართველოს ბიუჯეტში შემოიტანოს ის პატარა ნაწილიც კი, რა ზარალიც მოგვაყენა ჩვენ გერმანიის ხელისუფლების მიერ გაჩაღებულმა ამ უდიდესმა ომმა.”
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
ნათელაშვილმა დღეს ომის ვეტერანების ოჯახებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა