ახალი ამბები მთავარი ციტატა

“საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს, საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში” – ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე

„ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რამე გადაწყვეტილება მიღებული. საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში, ეს შესაძლებელია ან თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა ან სინოდმა გააკეთოს. ეპარქიის ხელმძღვანელს შეუძლია სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი.”

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

აღნიშნული განცხადებით დეკანოზი ეხმაურება, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, რომელიც ყინწვისის მონასტერში მოხდა, ერთი სასულიერო პირი დააკავეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იტვირთბა....