მთავარი ციტატა

“ვინც ამბობს, თან გამომწვევად, რომ არ დაემორჩილებიან კანონს, პოლიცია გასცემს პასუხს” – გახარია

“ყველა იმ ადამიანს, ვინც ამბობს, თან გამომწვევად, რომ არ დაემორჩილებიან კანონს, რა თქმა უნდა, პოლიცია გასცემს შესაბამის, კანონის ფარგლებში, პასუხს. არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს პოლიციას, რომ შესწევს ძალა, კანონის დარღვევას უპასუხოს ლეგიტიმურად ისე, რომ თან გამოავლინოს საკმაოდ დიდი ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე”

გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი

დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისვის არის 626. მათგან 297 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამდროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 4 702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 459.

 

იტვირთბა....