ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში 11 მაისამდე მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა ელჭექით და სეტყვა

ხვალიდან 11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლებელია თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და ზოგან წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

იტვირთბა....