ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული, ბიუჯეტისთვის “დაკლებული” 25 მლნ ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია” – საპატრიარქო

საპატრიარქო სახელმწიფოსგან ეკლესიის დაფინანსებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საყოველთაო გაჭირვების მიზეზი ეკლესიისთვის გადარიცხული, ბიუჯეტისთვის “დაკლებული” 25 მლნ ლარი არ არის.

“საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური. საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის “დაკლებული” 25 მილიონი ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია;

ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შემოტევის ნაწილია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ყოველთვის, ახლაც “მოწოდების სიმაღლეზე” აღმოჩნდა”, – ნათქვამია განცხადებაში

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, 25 მილიონის განკარგვის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე.

“რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირთ ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე. შევნიშნავთ იმასაც, რომ ფული ხელზე არავის მიეცემა, არამედ ერიცხებათ კონკრეტული დანიშნულებით, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....