“ქართველ ხალხთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს ელჩს საქართველოში კონსულტაციებზე უკრაინაში არ გამოვიწვევთ… მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს მხრიდან დაშვებული შეცდომაა. ვფიქრობ, კონსულტაციების შემდეგ, ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა, ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას და მის მოქალაქეებს”
ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ტელეკომპანია “Наш”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერების გამოსვლას უპასუხა, როცა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებული საუბრების დაწყების შემდეგ, “ოცნების” ლიდერები აცხადებდნენ, რომ თუკი სააკაშვილს რაიმე თანამდებობაზე დანიშნავდნენ უკრაინაში, ქართული მხარე საკონსულტაციოდ უკრაინაში საქართველოს ელჩს გამოიწვევდა.