“მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინის პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას, თუნდაც ამ არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნამ ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ხინჯი შეიტანა. ელჩიც ჩამოვა. მისი გამოწვევა გარდა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური დემარშია, ამასთანავე, დეტალური განხილვის საშუალებას იძლევა, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისთვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა.”
გია ვოლკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
აღნიშნულით გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მტავრობაში თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
უკრაინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახა.