მთავარი ციტატა

“ეს განცხადება უსაშველოდ არაკომპეტენტურია, რა ვალდებულებები აქვს “ნაცმოძრაობისასთან” ამ პიროვნებას, გაუგებარია”- ვოლსკი ევროპარლამენტარზე

“კუბილიუსის განცხადება, არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია. ერთის მხრივ არის აშკარა ღია მხარდაჭერა იმ დემაგოგიური პოლიტიკისა, რაც კუბილიუსის მოკავშირე პარტიას, ნაცმოძრაობას გააჩნია და მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, ევროპარლამენტის ავტორიტეტის შეურაცხყოფაც, ვინაიდან ეს არ არის თვითონ ევროპარლამენტის პოზიცია, მისი პირადი პოზიციაა და რა ვალდებულებები აქვს “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ამ კონკრეტულ პიროვნებას ჩემთვის გაუგებარია.”

გია ვოლკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

აღნიშნულით გია ვოლკი ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს ხელოსიუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.

ევროპარლამენტარს საპასუხო წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომaრემ, არჩილ თალაკვაძემ, სადაც აღნიშნა, რომ ეს განცხადება გაგებულია, როგორც მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს.

იტვირთბა....