ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რომ არავის ეწყინოს: ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს მთავრობის მიერ ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებას ეხმიანება და ამ ფაქტს  შეცდომად მიიჩნევს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ ზელენსკი იმედოვნებს, რომ რომ კონსულტაციის შემდეგ, მხარეები გაიგებენ, რომ სახელმწიფო საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ მას და მის მოქალაქეებს.

„ჩვენ ქართველ ხალთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მსგავსი კონსულტაციებიისთვის საკუთარ ელჩს არ გამოვიწვევთ, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დიდი ხნის არის, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა. მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა საქართველოს მხრიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და გარდა ამისა, მისი თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია.

“რომ არავის ეწყინოს: ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენი შიდა პოლიტიკა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე, უკრაინის პრეზიდენტმა, იგი დავნიშნე პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღსრულების საბჭოს თავმჯდომარედ. სულ ესაა,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

„რომ არავის ეწყინოს: ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენი შიდა პოლიტიკა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე, უკრაინის პრეზიდენტმა, იგი დავნიშნე პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღსრულების საბჭოს თავმჯდომარედ. სულ ესაა“,- დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

უკრაინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახა.

 

იტვირთბა....